“საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით. იყო გარკვეული განაცხადები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე შემოწმება მოხდეს მოქალაქეების, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.