LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან საქონლის ექსპორტი 24,5% არის შემცირებული

117

ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 3%-ით გაიზარდა. ”საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის პირველ ათ თვეში მშპ-ს  საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8% შეადგინა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 24,5%-ით შემცირდა საქონლის ექსპორტი და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა. 10%-ით შემცირებულია იმპორტის მაჩვენებლები. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში საქართველოში 6,3 მლრდ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი დაფიქსირდა. რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას. ამ მიმართულებითაც დაფიქსირებულია შემცირება თითქმის 14%-ით.

2012 წლის იანვრიდან ”საქსტატი” ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად.

იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები