LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებათა გადამტანი კოღოების გავრცელება შეინიშნება – კირილოვი კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობს

1434
Untitled design (4)

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი სუბიექტებისკენ შეინიშნება საქართველოდან კოღოების სხვადასხვა სახეობის გავრცელება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში იყო გავრცელებული“.

როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა.

„ლუგარის სახელობის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში (თბილისის) განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია დაავადებების მხრივ, რომლებსაც გადამტანი მწერები ავრცელებენ… ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – თქვა კირილოვმა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გნელ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის ცნო­ბით, ტკი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სტავ­რო­პო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მწე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი დი­ნა­მი­კა რუ­სეთს იძუ­ლე­ბულს ხდის, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ამე­რი­კის მიერ გა­ცე­მულ პა­ტენ­ტებს:

“პა­ტენ­ტის აღ­წე­რა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს ისე, რომ აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბი რის­კის ქვეშ არ აღ­მოჩ­დნენ. მსგავ­სი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი არ ით­ვლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რძა­ლულ ბი­ო­ლო­გი­ურ, ან ტოქ­სი­კურ ია­რა­ღად”, – ამ­ბობს კი­რი­ლო­ვი. პა­ტენ­ტებ­ში ის გუ­ლის­ხმობს უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს და თვლის, რომ მწე­რე­ბი მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა.

ანალოგიური განცხადება იგორ კირილოვმა 2018 წელსაც გააკეთა.

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი თბილისის ლუგარის ლაბორატორიას ადანაშაულებს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში. კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები