LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან რეგულარულ ავიარეისებზე შეზღუდვა ევროპის მხოლოდ სამი ქალაქისთვის მოიხსნა

265
22262fbcf03c59a1c76ddd4df40a9885-XL

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში დღეს, 10 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგინდა სამი ქალაქი, რომლებსაც პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისების შესრულების შეზღუდვა არ შეეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან შეზღუდვა არ გავრცელდება მიუნხენზე, პარიზსა და რიგაზე.

„გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ცნობილია, რომ შეთანხმება „ლუფთჰანზა”-სთან არის მიღწეული. აგვისტოდან კვირაში ორი რეისი შესრულდება მიუნხენის მიმართულებით. მოლაპარაკებები გრძელდება.

საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები