LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან პირდაპირ ნიცაში – ფრანგულ კურორტზე დეკემბრიდან გაფრინდებით

435
france-nice

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისინიცას მიმართულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ განხორციელდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენებს ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები