ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის 5 თვეში ჩვენი ქვეყნიდან 67.7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები გავიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით ექსპორტიდან შემოსავალი 4.7 მილიონით არის გაზრდილი. ამასთან, მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ექსპორტზე 20.2 მილიონი დოლარის ავტომობილია გასული.
ტრადიციულად, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ბაზარმა, სადაც 5 თვის მაჩვენებლები წლიურად გაორმაგებულია. ამ ბაზარზე 556 ერთეული ავტომობილია გატანილი, რომელთა ღირებულება 14,406 მილიონს აღემატება.
შეგახსენებთ, 2016 წელს, ექსპორტზე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მხოლოდ 15% გავიდა. „საქსტატის“ ცნობით, შარშან, ფულად გამოსახულებაში ქვეყანამ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი იზარალა.