LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა გადაიდო – გახარია 2 500 ახალ სამუშაო ადგილს გვთავაზობს

377
77170323-1515862281885004-5490873391650963456-o

ხალხზე ზრუნვა ბიძინა ივანიშვილის მეთოდებით ძნელი მისახვედრი და გასაანალიზებელია, თუმცა ის, რაც ხშირად რთული და მიუღწეველი გვგონია, მარტივი აღმოჩნდება.

ასეთი განმარტება შეიძლება მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ქართველებს გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრება გვირჩია, დღეს კი მისივე გუნდის ხელმძღვანელმა პრობლემა ადგილზევე მოაგვარა და საზღვარგარეთ წასვლისა და ლეგალური ემიგრაციის ნაცვლად, საქართველოშივე 2 500 სამუშაო ადგილის შექმნა დააანონსა.

 

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში ისაუბრა, რომ უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე  არის საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დასაქმებული არალეგალურად.

„ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა“, – განმარტა ივანიშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს” – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა სასწრაფო წესით წარედგინა 100 საინვესტიციო ობიექტი, რომელიც მისივე განმარტებით, საშუალებას იძლევა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

„ეკონომიკის სამინისტროს მინდა მადლობა გადავუხადო სწრაფი და ეფექტიანი მუშაობისთვის. დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება 100 საინვესტიციო პროექტი, რომ ბიზნესმა შეძლოს ოპერირება. ჩვენი პრიორიტეტი, ყოველთვის გვითქვამს და ახლაც ვამბობთ, რომ არის სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა და ეკონომიკირი ზრდა დამოკიდებულია კერძო სექტორზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ მინისტრის თქმით, ის შეთავაზება, რომელიც ბიზნესმა დღევანდელი შეთავაზებით მიიღო, არის უპრეცენდენტო შემთხვევა.

მთავრობის ახალი პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ – წარდგენა, რომელიც ეროვნული მუზეუმის შენობაში მიმდინარეობდა, საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა აქცია მოაწყვეს, რომელიც მალევე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მხოლოდ შემთხვევის ადგილს განარიდეს.

აგერ ტაქსით მოვდივარ უკან: პოლიციის მიერ აქციიდან გაყვანილი გიგი უგულავა აქციაზე ბრუნდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები