2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა, იმპორტი კი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5705 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 948 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4757 მლნ. აშშ დოლარი (30 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივნისში 3809 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.