საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ჩვენი ქვეყნიდან 2129 ავტომობილია გასული. ამის შესახებ ინფორმაციას ”ავტოპაპა” ავრცელებს.
როგორც რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული, აქედან რეექსპორტით საქართველოდან 1998 ავტომობილი გავიდა, რაც 2016 წლის მაქსიმუმია. ასევე მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ექსპორტის კუთხითაც – 131 ავტომობილი.
”ავტოპაპას” ინფორმაციითვე, ჯამური მაჩვენებელი მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, 98 ერთეულით არის გაზრდილი.
ოფიციალური სტატისტიკის (საქსტატის მონაცემები) მიხედვით კი, წელს 10 თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტ/რეექსპორტმა 137,9 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 16,4 მილიონით ნაკლებია.