LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყველაზე სუსტებშია: ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები ერთა თასზე

14

საქართველოს ნაკრების ყველა შესაძლო მეტოქე ერთა თასზე უკვე ცნობილია.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ, უეფას რეიტინგის თანახმად საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ D დივიზიონში მოხვდა.

10 ოქტომბერს განახლებული რეიტინგის მიხედვით, ამავე დივიზიონში ითამაშებენ:

აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

სულ D დივიზიონში 16 გუნდია და წილისყრის შედეგად, ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფურ ეტაპზე ერთა ლიგის მატჩები ექვს სათამაშო დღედ იქნება დაყოფილი. თამაშები 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, ერთა თასიდან შესაძლებელი ხდება ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურნირის საგზურის მოპოვება. საამისოდ D ჯგუფის მოგებაა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები