აჭარა ITB Berlin- ის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს „ITB Berlin“-ზე ბიზნესპარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხვედრებზე აცნობენ.
გამოფენაზე საქართველოს დეპარტამენტთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიები წარმოადგენენ.
მსოფლიოში უმსხვილესი საქმიანი ტურიზმის გამოფენის ძირითადი პარტნიორი წელს საქართველოა, 2023 წელს კი ის გამოფენის მასპინძელი იქნება.