LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წელს ჩეხური ინვესტიციების მოზიდვას შეეცდება – სავაჭრო პალატა დაარსდა

57
tourists-at-the-old-town-square--prague-595084979-597ba2430d327a00116313f2

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2021 წლის განმავლობაში ღონისძიებებს გამართავს. პირველი მასშტაბური ღონისძიება – ბიზნესფორუმი მიმდინარე წლის მაისში, პრაღაში იგეგმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 2021 წლის 10 თებერვალს საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა დაარსდა, რომელსაც უხელმძღვანელებს ჩეხი ბიზნესმენი დანიელ მაჰოვსკი, ვიცე-პრეზიდენტი კი მეწარმე ვაჟა კიკნაველიძეა. პალატის პარტნიორი ორგანიზაცია ქართული მხრიდან, საქართველოს ბიზნესსაბჭოა.

„სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობაში არჩეული პირები წარმატებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვით და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩეხეთში იმპორტით“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

უწყების ცნობით, საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის მიზანია საქართველოსა და ჩეხეთის კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება. ასევე, ორ ქვეყანას შორის აკადემიურ სფეროში ურთერთქმედება და ბიზნესშესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები