Gallup -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი – 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო.
რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.
რეიტინგში ყველაზე დაბალი – 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.
ცნობისთვის, მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად, სულ 148 000 მოქალაქე გამოიკითხა, როგორც სატელეფონო, ისე პირისპირ ინტერვიუებით. თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 1 000 ადამიანი. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია. გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი ±2.1 დან ±5.6 -მდეა. კვლევის სანდოობა კი 95%-ია.