LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თამაშობს ფეხბურთს!

37

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ატარებს ყველაზე მასშტაბურ, უპრეცენდენტო ოფიციალურ ტურნირს – მოყვარულთა თასის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500 მოყვარული ფეხბურთელი. მოყვარულთა თასი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად – მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.

პროექტის მიზანია ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA REGIONS’CUP-ზე.

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად – მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. საქართველოს თასის ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი.

ჩემპიონატი სტარტს 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუში, ცენტრალურ სტადიონზე აიღებს, რომლის ოფიციალური გახსნა 15:30 საათზე შედგება.მოყვარულთა თასის გახსნის მატჩს დაესწრებიან საპატიო სტუმრები:
ლევან კობიაშვილი -საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;დავით მუჯირი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი; ნიკოლოზ ჯღარკავა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი; გიორგიახვლედიანი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციებთან ურთიერთობის მთავარი კოორდინატორი. ასევე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები, მათ შორის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები