Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველო ტალინის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ტალინის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანაა

81

2015 წელს ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 13-29 ნოემბერს, ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელმაც გასულ წელს “ა” კლასის ფესტივალის სტატუსი მოიპოვა. ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ესწრებოდნენ.

ფესტივალის გახსნის ცერემონია ტალინის საკონცერტო დარბაზში – “ნორდეა” შედგა, სადაც კინომუსიკის პროგრამით კონცერტი გამართა საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმმა “ჩემი ბებია” გახსნა , ჩვენება მუსიკალურად გააფორმა ნიკოლოზ რაჭველის მიერ სპეციალურად შექმნილმა ნაწარმოებმა, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულებით გაჟღერდა. ამავე დღეს, კინოფესტივალის ფარგლებში, საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო ძველი ქართული ფილმების კინოაფიშების გამოფენაც.

InterPressNews.Geფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს ვანო ბურდულის ფილმი “გაყინული შადრევნების წელიწადი”” – სწორედ ტალინში შედგება ფილმის მსოფლიო პრემიერა. გარდა ამისა, ფესტივალის ფოკუსში მოქცეულია, როგორც ბოლო წლების წარმატებული ქართული ნამუშევრები, ასევე ქართული კინოკლასიკა.

ფესტივალის პროგრამაში 13 ქართული ფილმია:
• “ზამთრის სიმღერა” – ოთარ იოსელიანი
• “ჩემი ბებია” – კოტე მიქაბერიძე
• “ფიროსმანი” – გიორგი შენგელაია
• “ნატვრის ხე” – თენგიზ აბულაძე
• “ცისფერი მთები” – ელდარ შენგელაია
• “მონანიება” – თენგიზ აბულაძე
• “იავნანა” – ნანა ჯანელიძე
• “სამი სახლი” – ზაზა ურუშაძე
• “გაღმა ნაპირი” – გიორგი ოვაშვილი
• “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – თინა გურჩიანი
• “შემთხვევითი პაემნები” – ლევან კოღუაშვილი
• “პატარძლები” – თინათინ ყაჯრიშვილი
• “მე ვარ ბესო” – ლაშა ცქვიტინიძე
ტალინის ბნელი ღამეების მე-19 კინოფესტივალის ფარგლებში, ასევე იგეგმება სტუდენტური ფილმების რეტროსპექტივა. ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებული 5 ფილმი (პრეზენტატორი დათო ჯანელიძე). ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი მონაწილეობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის სალომე ვეფხვაძის ფილმი “მე, მამა და ისინი”, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსდა და წელს უკვე მოიპოვა ორი საერთაშორისო პრიზი.

ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები