LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თაფლის ექსპორტს ევროპაში შემოდგომა-ზამთარის პერიოდში შეძლებს

93

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ საქართველო თაფლის ექსპორტს ევროპაში შემოდგომა-ზამთარის პერიოდში შეძლებს.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილმა განუცხადა, ქართულმა თაფლმა ევროკავშირის აღიარება უკვე მიიღო.

”რაც შეეხება ლაბორატორიას, ამას სჭირდება ტექნიკური საკითხების მოგვარება, რაც ორ-სამ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ თაფლი გავიტანოთ ევროპის ბაზარზე. ლაბორატორია წლის ბოლომდე სრულყოფილი იქნება და ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ ჩვენი მხრიდანაც,” – აღნიშნა გალეგაშვილმა.

ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები და რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეიყვანონ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში. ევროკავშირის კანონმდებლობით, აკრძალულია იმპორტი ქვეყნიდან, თუ ის არ შედის ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები