LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს – მამუკა ბახტაძე

83
მამუკა-ბახტაძე

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერზე“ წერს.

მისივე განცხადებით, საქართველო აფასებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები