LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შვეულმფრენების მოდერნიზებაზე 23 მილიონ ლარს დახარჯავს

army.chopper

წელს ავიაციის მიმართულებით შვეულმფრენების მოდერნიზება დავიწყეთ. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოვყავით 23 მილიონი ლარი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  განაცხადა.

„წელს ავიაციის მიმართულებით შვეულმფრენების მოდერნიზება დავიწყეთ. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოვყავით 23 მილიონი ლარი. წელს დავასრულებთ მათ მოდერნიზებას და 7 იროკეზის ტიპის შვეულმფრენი იქნება მოდერნიზებული, რაც ჩვენს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო განავითარებს. ამასთან, წელს მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემების შეძენას დაეთმობა ძირითადი ყურადღება და სწორედ წელს შევიძენთ ფრანგული მხარისგან აღნიშნული ტიპის სისტემებს,”- აღნიშნა იზორიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები