LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, შესაძლოა, კავკასიაში ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი გახდეს

93

ველოდები, რომ აბრეშუმის გზის წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი კავკასიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე განუცხადა.

“დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა იგივე ფორუმმა ძალიან დიდი შედეგი შემოიტანა ინვესტიციების კუთხით. მე პირადად ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის. ჩვენ ვხედავთ, რამდენი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორი, ბიზნესმენი დაინტერესებულია დღევანდელი ფორუმით. ძალიან ბევრი შეხვედრები აქვთ ქართველ ბიზნესმენებს თავიანთ კოლეგებთან და ყველას წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი იქნება წარმატებული”,- განაცხადა ჭირაქაძემ.

მისი თქმით, მთავარია ეს ყველაფერი მომავალი წლების განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაში აისახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები