LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შეძლებს სწრაფ აღდგენას: როგორია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

127
unnamed

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის გეგმა წარუდგინა.

წელს კრიზისის ფონზე -4%-იან ეკონომიკურ შემცირებას პროგნოზირებენ. ხოლობიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მლნ–ით შემცირდება (8.5%). ასევე მცირდება ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები (1.5%-ით).

გეგმის მიხედვით მოსალოდნელია ექსპორტის მაჩვენებლის 6%-ზე მეტით შემცირება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 10%-ს გადააჭარბებს. მნიშნელოვანი შემცირებაა ტურიზმისა და გზავნილების ნაწილში.

ამის მიუხედავად, პრემიერი გიორგი გახარია პოზიტიურ მომავალ წლებს პროგნოზირებს, რადგან მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-ია, ხოლო მომდევნო წლის – 6%.

“თუმცა ეს ყველაფერი არის მხოლოდ პროგნოზი, ხოლო დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებულობაა. ამიტომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ გეგმის წარდგენაზე.

პროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მან უკვე მიღებულ დამატებით შემოსავლებზე და მოლოდინებზეც ისაუბრა.

კაკაურიძის თქმით, პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ, ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი რესურსი ჯამში 5 637 მლნ ლარს შეადგენს. აქედან საერთაშორისო პარტნიორეისგან გამოყოფილი კრედიტი ჭარბობს – 4 470 მლნ ლარი.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით პანდემიამდე არსებულ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პირველადი მიმდინარე ხარჯები მცირდება 199 6 მლნ ლარით, კაპიტალური ხარჯები კი 347 5 ლარით.

აღსანიშნავია, რომ უწყებების მიხედვით, ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურული ხარჯებია შემცირებული, ასევე საგრძნობლად მოიკლო განათლებისა და თავდაცვის ბიუჯეტმა.