LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო შედის ნარინჯისფერი ქვეყნების სიაშია – გაიგეთ, რა პირობით შეძლებთ საფრანგეთში მოგზაურობას

331
Two-Days-In-Paris-Itinerary-–-The-Perfect-48-Hours-4

დღეიდან, საფრანგეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მგზავრთა ნაკადების მოძრაობა ნებადართული იქნება განსაზღვრული პირობებით. ფრანგული მხარის მიერ, სანიტარული მაჩვენებლების შესაბამისად, განისაზღვრა ქვეყნების სამი კატეგორია :“მწვანე“, “ნარინჯისფერი“ და „წითელი“ ქვეყნები. საქართველო შედის ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც საფრანგეთის საზღვრები გახსნილი იქნება შემდეგი პირობებით:

საქართველოდან საფრანგეთში გასამგზავრებლად:

ვაქცინირებული მოგზაურებისთვის: სავალდებულოა PCR ტესტი (72სთ) ან ანტიგენის ტესტი (48სთ).

არავაქცინირებული მოგზაურებისთვის: სავალდებულოა გადაუდებელი მოტივი მოგზაურობისთის, PCR ტესტი (72სთ) ან ანტიგენის ტესტი (48სთ), ჩასვლისას შესაძლო ტესტირება, ან 7 დღით თვითიზოლაცია.

საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად:

ვაქცინირებული მოგზაურებისთვის: სრული ვაქცინაციის დადასტურება საჰაერო გზით შემოსვლისას; სრული ვაქცინაციის დადასტურება და უარყოფითი PCR ტესტი (72სთ) სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას.

არავაქცინირებული მოგზაურებისთვის: უარყოფითი PCR ტესტი (72სთ) და კვლავ PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით საქართველოში შემოსვლიდან მე-3 დღეს. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში შემოსვლის რეგულაციებთან დაკავშირებით, გაეცანით შემდეგ გვერდს: https://bit.ly/3x6fYMZ

საფრანგეთის მიერ აღიარებული ვაქცინებია: ფაიზერი, მოდერნა, ასტრა-ზენეკა და ჯონსონ&ჯონსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები