LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრედ რჩება“ – ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე

128
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

„საქართველო რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრედ რჩება,“ – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას.

„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს ეს რეგიონები რჩება დაუცველობის მუდმივ წყაროდ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ერთის მხრივ ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს.

„მინდა, ხაზი გავუსვა „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო მხარს უჭერს ამ ინიციატივას. საქართველო სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევაში და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების ინიცირება და განხორციელება მოახდინა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია გაიხსნა. გაეროს წევრი 193 ქვეყნის წარმომადგენლები საგანგებო სესიაზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავის გამო შეიკრიბნენ.

გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელიც დღეს, 23 თებერვალს დასრულდება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ. დოკუმენტი უკრაინამ და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოამზადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები