LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩი გადაიდო – მიზეზი კორონავირუსია

120
BeFunky-collage (10)

12 მარტს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება აღარ გაიმართება. აქამდე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა.

მატჩის გადადების მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. როგორც “რაგბი ევროპას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

https://www.facebook.com/GeorgianRugby/posts/2816420221788392

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

უქმდება სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებები და შესაძლოა მალე ხალხმრავალი შეკრებებიც აიკრძალოს, რისგან თავშეკავება რეკომენდაციის სახით უკვე გაცემულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები