LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში: ზბიგნევ რაუ

111

„საქართველოსთან ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში“, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით საქართველო პოლონეთის ნამდვილი მეგობარი და მთავარი პარტნიორია რეგიონში.

„მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს. მინდა, საქართველოს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო,“ – განაცხადა პოლონეთის პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, ზბიგნევ რაუ მიესალმა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას.

„აღნიშნული ფორმატი აღმოსავლეთში ნატო-ს სამ ყველაზე დიდ წევრს აერთიანებს. გვაქვს შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში, მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები სიღრმისეულად გავიგოთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა