LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პირველ კალათაშია და მეტოქეებს ელის

57

ხვალ, 22 იანვარს მიუნხენში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის წილისყრა შედგება.

27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შეიქმნება 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

წილისყრისას გუნდები 4 კალათაში გადანაწილდებიან. საქართველო წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით (მერვედფინალში გავედით), პირველ კალათაშია განთესილი. ანუ საკვალიფიკაციოში ჩვენი ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან პირველი კალათის სხვა წევრები: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

 

 

12507325_10205789678557400_8537894466076360931_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები