LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზადაა ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის

103
baxtadze_koment

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადებები გააკეთა.

ღონისძიებების შეჯამებისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან საუბარი მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. პრემიერის განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში საქართველო ლიდერ ქვეყნად მიიჩნევა.

„მნიშვნელოვანი დღეა, 10 წლის წინ დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა, რომელმაც ახალი შესაძლებლობები გაუჩინა 6 მონაწილე ქვეყანას, თუმცა დღეს სწორედ საქართველო მიიჩნევა ყველაზე წარმატებულად. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზადაა, მიიღოს მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა კოლეგებთან. მოგეხსენებათ, საქართველო, ივლისში უმასპინძლებს კონფერენციას, სადაც მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება“, – განაცხადა პრემიერმა.