საქართველო FIBA-ის რეიტინგში 26-ე ადგილზეა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებს 278.65 ქულა აქვს და 26-ე ადგილი შეინარჩუნა.
უცვლელი დარჩა პირველი სამეული – აშშ, ესპანეთი და საფრანგეთი.
სერბეთის ნაკრები, რომელთანაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშით წააგო, მეოთხე პოზიციაზეა.