LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებში მოხვდა: ვის ვუსწრებთ, ვინ გვისწრებს

119
kjr_0303

ინტერნეტპორტალმა Onefootball-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებები გამოთვალა. სულ 36 გუნდი და მათ შორის მოხვდა საქართველოც.

საქართველოს ნაკრებს 150 მილიონი დაუწერეს და ამით ჩვენი გუნდი 34-ე ადგილზე აღმოჩნდა.

ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფის მეტოქეებთან საქართველო მეოთხე ადგილზეა და მარტო კვიპროსს უსწრებს.

ესპანეთი – 660 მლნ
ნორვეგია – 416 მლნ
შოტლანდია – 243 მლნ
საქართველო – 151,7 მლნ
კვიპროსი – 18.15 მლნ

საქართველო უსწრებს ისეთ გუნდებს, რმლებიც ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ არიან: ირლანდიას (147.15), უნგრეთს (127.65), ჩეხეთს (123.35), სლოვენიას (91,10), კოსოვოს (89.78), ბოსნია-ჰერცეგოვინას (86.20), რუმინეთს (74.55), ალბანეთს (74.25), ისრაელს (63.95), ისლანდიას (37.85), ჩრდილოეთ ირლანდიას (32.2), ფინეთს (28.03).

ასევე ჩამოგვრჩება ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენს მეტოქე ყაზახეთი (21.55).

კავკასიაში საქართველოს ნაკრები უპირობო ლიდერია: სომხეთის ჯამური ფასია 30.88 მილიონია, ხოლო აზერბაიჯანის – 15.60 მლნ.
საქართველო ჯამური ფასით პოსტსაბჭოთა სივრცეში მესამეა. პირველი უკრაინაა (265 მლნ).

საქართველოს ნაკრების ღირებულების ნახევარზე მეტს (56%) ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შეადგენს. თუმცა აღვნიშნოთ, რომ გაიზარდა ზურიკო დავითაშვილის (3 მლნ), საბა საზონოვისა (3 მლნ) და ირაკლი აზაროვის (1.5 მლნ) სატრანსფერო ღირებულებაც.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების საუკეთესო ათეული კი ასეთი გამოვიდა:

ინგლისი – 1,21 მლრდ ევრო
საფრანგეთი – 1,18 მლრდ ევრო
პორტუგალია – 902,00 მლნ ევრო
ბრაზილია – 890,00 მლნ ევრო
გერმანია – 773,00 მლნ ევრო
არგენტინა – 681,00 მლნ ევრო
ესპანეთი – 660,00 მლნ ევრო
ხორვატია – 333,00 მლნ ევრო
ავსტრია – 314.60 მლნ ევრო
მაროკო – 299,93 მლნ ევრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები