Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა – CNN Travel – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა – CNN Travel

186
20180520232246

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN-მა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატია მოამზადა.

„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“  -წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.

ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

„საქართველოს შესახებ პირველი რაც მოგზაურებს თავში მოსდით ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და ტრენდული ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს”, – წერს ჟურნალისტი.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია. ავიაკომპანია Raynair-ის ბილეთები ევროპული ქალაქებიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით 20 დოლარიდან იწყება, შედეგად საქართველო ევროპული სამოგზაურო მიმართულებების სიას დაემატა.

[related_news id=”261307″ align=”left”]

„საქართველოს ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი გუდაური თბილისიდან 90 წუთის სავალზეა. კურორტი ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარეობს. აქ ავტომობილების სადგომები უფრო მაღალზეა, ვიდრე ალპების ფერდობთა უმრავლესობა, გარშემო თუ მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ ამ სიმაღლეზე უკვე ხეები აღარ იზრდება. ახალი საბაგირო გუდაურს კობთან აკავშირებს და ჯვრის უღელტეხილს კვეთს. ეს საბაგირო სამთო კურორტსა და სტეფანწმინდას შორის კომუნიაციას ამარტივებს. სტეფანწმინდა ტურისტების სიხშირით გამორჩეული დაბაა, რომელიც მყინვარწვერთან მდებარეობს და მთიდან გერგეტის სამება გადმოჰყურებს.“-ნათქვამია სტატიაში.

ბენჯამინ კემპერი დეტალურად აღწერს ბაკურიანს და სვანეთის სამთო კურორტებს: თეთნულდს და ჰაწვალს: „თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ სვანეთში უნდა წახვიდეთ, რომელიც შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები