საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში ვიზიტის ფარგლებში, გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები განიხილეს.
"ამაზონს“ შევთავაზეთ, საქართველოში თავიანთი ვებსერვისების რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობის შესაძლებლობა განიხილოს - დავითაშვილი
"ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა".
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”, – აღნიშნა პრემიერმა.