LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მისი სამუდამოდ მადლიერი იქნება – პრემიერი

206
mamuka

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ რიჩარდ ლუგარი იყო ადამიანი, რომელმაც სამყარო უკეთესი გახადა.

„მსოფლიომ დაკარგა დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი იყო და სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც ადამიანი, რომელმაც სამყარო უკეთესი გახადა. საქართველო მისი სამუდამოდ მადლიერი იქნება,” – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები