LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მინიმალური ხელფასის მიხედვით, მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზეა

1521
l38j8n2gupn5fd1

საქართველო მინიმალური ხელფასის მიხედვით, მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სანამ აღნიშნული საკითხი არ მოგვარდება ევროკავშირის წევრობა, წარმოუდგენელია.

„ჩვენ სამმხრივ ფორმატში გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. არც ისე აქტიურად მაგრამ… ორი საკითხია, რაც განსასაზღვრია, ერთი ბიზნესის ინტერესები, რომ დავუშვათ, რამდენად გაეზრდებათ ხარჯი, რომ ამან უმუშევრობა და ხალხის შემცირება არ გამოიწვიოს და მეორე მნიშვნელოვანი საკთხი არის ის, რომ ეს არ უნდა იყოს სტიმული გაზარმაცებისკენ – უმუშევრობის შემწეობაც ხომ ამ მინიმალური ხელფასით გაიცემა და ამან არ მისცეს ბიძგი და არ აირჩიოს ადამიანმა არააქტიური ცხოვრება“, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში და იქვე დასძინა, რომ ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლიან.

„ერთია, რომ ეს ჩვენ გვჭირდება და მეორე, ჩვენი პარტნიორები ევროპაში ამას მოითხოვენ,“- დასძინა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები