LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ეროვნულ სტრატეგიას შეიმუშავებს

7

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სამომავლო სტრატეგიისა და პოლიტიკის შესახებ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ იმსჯელეს.  შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და  გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა მიმართეს.   მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია ხელს შეუწყობს ქვეყანას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში.

სტრატეგიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ინიციატივის გამოცდილება „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად უსაფრთხო ურბანული ტრანსპორტის შემოღებას ბათუმში.

სტრატეგიის შემუშავება   არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან “MOVE Mobility” თანამშრომლობით განხორციელდება.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.