LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მაგარ ტურნირზე მიდის: ჩვენები ევროპის საუკეთესო გუნდებს შეხვდებიან

60

საქართველოს ნაკრებს დიდებული სპარინგი გამოუჩნდა: ჩვენი კალათბურთელები ევრობასკეტის წინ მშვენიერ წვრთნას გაივლიან: საქართველო ითამაშებს ტურნირზე, სადაც მეტოქეებად საბერძნეთი, იტალია და სერბეთი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები ისედაც არაერთ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება. დასკვნით საკონტროლო შეჯიბრებას კი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აკროპოლისის თასზე ჩაატარებს.

ეს ტურნირი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა. 2010 წელს საბერძნეთისა და სერბეთის მატჩისას დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა.

აკროპოლისის თასის პირველი გათამაშება 1986 წელს ჩატარდა, 2017 წელს კი 23-25 აგვისტოს გაიმართება და გენერალური რეპეტიცია იქნება ევრობასკეტისთვის, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.

საბერძნეთში ქართველები მასპინძლებისა და სერბების გარდა დაუპირისპირდებიან იტალიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფის ბინადარია.

შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურას” თელ-ავივში ოფიციალურად 6 სექტემბერს შევხვდებით, ეს იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა.

გაზეთ “ლელოს” მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები