LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კორეასთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდება

80
https---s3-ap-northeast-1.amazonaws.com-psh-ex-ftnikkei-3937bb4-images-0-9-8-3-22233890-1-eng-GB-sensoji temple

საქართველო კორეის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ამ საკითხზე მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა. ინფორმაციას კი 1TV.GE ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სეულსა და თბილისს შორის პირველად ჩარტერული ავიარეისები განხორციელდა. წელს კი, იანვარ-ოქტომბერში კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს 15 552 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.7 პროცენტით მეტია.

სამხრეთ კორეა ტურისტებისთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება. 2012 წლების მონაცემებით, ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მონახულებად სახელმწიფოთა შორის მეოცე ადგილზე იყო, ხოლო აზიის ქვეყნებს შორის – მეექვსე ადგილზე. აქ ყველაზე მეტი ტურისტი იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან და ჰონგ-კონგიდან ჩადის. ვიზიტორთათვის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი სეულია. სეულის გარეთ მდებარე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორისაა: სეორაკსანის ეროვნული პარკი, ისტორიული ქალაქი ჩიონცუ და სუბტროპიკული ჯეჯუს კუნძული.

სეიშელის კუნძულებზე მოხვედრა გამარტივდება - საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდება

საჰაერო მიმოსვლაზე კონსულტაციები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველო საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმების გაფორმებას კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გეგმავს, მათ შორისაა: სეიშელის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და ტუნისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები