LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-კორეას შორის რეგულარული ფრენების დაწყება იგეგმება

75
a6f7e66a6031337001655d616ce68fc7-XL

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მე-40 ასამბლეის ფარგლებში, რომელიც მონრეალში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების დაწყების შესაძლებლობებზე და საავიაციო ხელისუფლებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესის უახლოეს მომავალში დასრულების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ტექნიკურ დონეზე, ფრენების ზედამხედველობასთან და ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო უწყებებმა, ICAO-ს „No Country Left Behind” ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებისა და პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, საუბარი შეეხო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ არჩევნებს და პლენარულ სესიებზე განსახილველ აქტუალურ საკითხებს.

ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები