LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ისევ იქ არის

44

ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები იმავე პოზიციაზე დარჩა, როგორც წინა თვეს. ჩვენი ეროვნული გუნდი 290 ქულით 112-ე ადგილზეა.

ივლისში საქართველოს თამაში არ ქონია. უახლოესი მატჩი კი 2 სექტემბერს გველოდება. თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშია: ირლანდიას ვუმასპინძლებთ, რომელთანაც ბრძოლაში, მაგრამ ყოველთვის ვაგებთ.

რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს, ათეულში ცვლილებებია: პირველ ადგილზე ბრაზილია გადავიდა, ხოლო გერმანია – მეორეზეა. მესამე არგენტინაა. შვეიცარია და პოლონეთი თითო პოზიციით დაწინაურდნენ და მე-4-5 ადგილებზე განთავსდნენ.

ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა კი ორი ადგილით უკან ჩაიჩოჩა და მეექვსე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები