LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო -ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენის დაწყება გადაიდო

84
A321neo-IndiGo-e1572398878764

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება გაურკვეველი დროით გადაიდო, – თემაზე 1tv.ge იუწყება.

როგორც მედიასაშუალებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, გარკვეული შიდა ორგანიზაციული მიზეზების გამო, ინდურმა ავიაკომპანია „ინდიგომ“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული მიმოსვლის დაწყება ამ ეტაპზე გადადო.

„ავიაკომპანიაში ახორციელებენ ახალი საერთაშორისო მიმართულებებით ოპერირების დაწყების პროცესის გადახედვას და ამ ეტაპისთვის, ვერ აკონკრეტებენ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების ზუსტ თარიღს“, – აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

შეგახსენებთ, დელი-თბილისი-დელის მიმართულებით რეისების განხორციელებას ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo) 2020 წლის 5 მარტიდან გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები