„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორ დევიდ კრამერსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შეფასებას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტი გაგრძელდება და ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყება.
“პატრიოტთა ალიანსმა” შემდგომი აქცია უკვე დააანონსა. ისინი 15 სექტემბერს 14:00 საათზე ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ წაუყენებენ მოთხოვნებს. ორგანიზატორების განმარტებით, მათ სურთ ამერიკელ პარტნიორებს გააგებინონ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია ან კოლონია.
,,დევიდ კრამერი არის დიდი ტყუილი, დასკვნა არის მარტივი - კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი"
მიზანი კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო, 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი - ინაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებას ელოდება. ინაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და საქართველოს ხელისუფლების
"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა"
მეთიუ ბრაიზა ინაშვილზე: ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა