სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, ინფლაცია, სუსტი სამუშაო ეთიკა ეროვნულ სამუშაო ძალაში, ინოვაციების არასაკმარისი შესაძლებლობა, არაეფექტური სამთავრობო ბიუროკრატია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საგადასახადო განაკვეთები და რეგულაციები – ეს იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ბიზნესის კეთებას ხელს უშლის.
საქართველომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საკუთარი პოზიციები დაკარგა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის, 4.3 ქულით, 67-ე პოზიციაზეა, 8 საფეხურით დაბლა ვიდრე შარშან იყო.
შეგახსენებთ, კონკურენტუნარიანობის ინდექსი ქვეყნებს რამდენიმე საფეხურით აფასებს, ესენია: ძირითადი მოთხოვნები, ეფექტიანობის გამაძლიერებლები და ინოვაციები და განვითარების ფაქტორები. თავის მხრივ ეს საფეხურები სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება.
წელს აღნიშნული ინდექსის მიხედვით, ლიდერ პოზიციებზე შვეიცარია და სინგაპური არიან.