საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოში გაეროს ელჩი კახა იმნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე ჯგუფს არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელთან ერთად, უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, გაეროს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არენაზე საქართველოს დიდი აღიარებაა.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბის იმისათვის, რომ დათანხმდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოხატავთ მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას. მჯერა, რომ მომავალი მოლაპარაკებები აგებული იქნება 69-ე, 70-ე და 71-ე სესიებზე მიღწეულ პროგრესზე და მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის განვითარებას”, – ნათქვამია წერილში.