პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ყურადღებით ვაკვირდები საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
I am paying close attention to the horrible fire happening at the #NotreDame Cathedral in Paris. Georgia stands with the people of #France during this time.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 15, 2019
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია.ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პირველადი ინფორმაციით, საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.