LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის ჩემპიონია: ახალგაზრდა მუშკეტრებში ყველაზე მაგრები ვართ

92

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია ხმლით ფარიკაობაში.

ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალია 45:36 დაამარცხა!

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი მოიგეს 23-წლამდელებს შორის.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2 ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა.

რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა – მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.