2022 წლის საშინაო ევრობასკეტის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა -80-92.
თურქეთთან საოცარი გამარჯვების შემდეგ, ილიას ზუროსის გუნდი დღეს უბრალოდ გამორთული იყო თამაშისგან. ჩვენს კალათბურთელებს შეტევაში კომნიბირება უჭირდათ, დაცვაში კი, უსუსტესად გამოვიყურებოდით. ბულგარელებმა პერიმეტრიდან წაგვლეკეს. ვერც ჩვენ ვერ შევაჩერეთ ალექსანდერ ვეზენკოვი. ასევე, საოცარი მატჩი ჰქონდა დი ბოსტს, რომელმაც ლამის ყველა წერტილიდან ჩაგვიგდო ბურთი. საეჭვო იყო ილიას ზუროსის ცვლილებებიც.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ყოველმხირვ ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა, ცუდი დაცვა, ცუდი შეტევა და ჯგუფის აუტსაიდერთან დავმარცხდით.
პირველი პერიოდი ორივე გუნდმა მძიმედ დაიწყო. ორივე გუნდისთვის ეს გადამწყვეტი მატჩი იყო. ბულგარელებს სამივე მატჩი წაგებული ჰქონდათ და ეს უკანასკნელი შანსი იყო. საქართველოს ნაკრებს კი, ორივე მატჩი მოსაგები აქვს. შესაბამისად, საწყის წუთებში ნერვიული ფონიც იყო და გუნდებმა ბევრი შეტევები გააფუჭეს. 2 წუთი ისე გავიდა ქულა არცერთ გუნდს ჰქონდა მოპოვებული. შეხვედრაში პირველი ქულები გოგა ბითაძემ მოიპოვა, რასაც მალე ზუსტი სამიანივე მიაყოლა. ბულგარელებმა მალე სწრაფი სამიანითვე გვიპასუხეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საწყის წუთებში დაცვაშ საკმაოდ კარგად მოვქმედებდით და ბევრი შეტევაც მოვიგიერიეთ, მაგრამ პერიოდის ბოლოსკენ ბულგარელებმა სამიანებით მაინც მოახერხეს თამაშის დაქაჩვა და სხვაობა 2 ბურთამდეც შეამცირეს, მაგრამ სირენასთან ერთად თად მაკფადენმა მოათავსა ბურთი კალათში და პერიოდი 18:14 მოვიგეთ.
პირველ პერიოდში ჩვენს გუნდს ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ ულიდერა (8 ქულა). 6 ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინს.
მეორე პერიოდი დუდა სანაძის ზუსტი საჯარიმოებით გაიხსნა., რასაც სანდრო მამუკეალაშვილის 2 ქულა მოყვა. მეორე პერიოდის სტარტზე 22:14 იყო ანგარიში, მაგრამ შეტევაში, უსახურ სიტუაციაში, ორჯერ დავკარგეთ ბურთი და ბურლგარელებმაც 7:0 გაქცევა გაგვიკეთეს. ილიას ზუროსმა უმალვე წუთშესვენება აიღო, მაგრამ წუთშესვენების შემდეგაც პირველი ქულები ბულგარეთმა მოიპოვა, მაგრამ გოგა ბითაძემ შეტევაში მოხსნით და 2 ქულით უპასუხა. პირველი პერიოდისგან განსხვავებით, მეორე პერიოდში ჩვენი გუნდის დაცვაში ისევ გამოჩნდა სერიოზული პრობლემები.რამდენჯერმე მოგვისხსნეს ბურთი საკუთარ ფარზე. ვეზენკოვის შეჩერებაც საქართველოსაც მაგრად უჭირდა. ვეზენკოვმა სამწამიანშიც გაგვაწამა და პერიმეტრიდანაც. ამ დროს ჩვენს გუნდს ისევ გოგა ბითაძემ ულიდერა, რომელმაც საჯარიმოები ჩააგდო ზუსტად, შემდეგ 2 ქულიანი მოათავსა კალათში. ცოტა ხანში, რატის სამქულიანიც მოყვა. მიუხედავად გოგა ბითაძის კარგი თამაში მეორე პერიოდში დაცვაში ბევრი შეცდომები დავუშვით. ვეზენკოვმა და კვოსტოვმაც პერიმეტრიდან გაგვაწამეს და პერიოდი 5 ქულით, ტაიმი ერთი ქულით წავაგეთ-38:39.