LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ერთ მოსახლეზე მშპ-ის დონით ერაყსა და მოლდოვას შორისაა

115
237431078-4872730616076833-6224025671085448951-n

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა, სადაც, ცხადია, საუბარია საქართველოზე.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე წინა წელთან შედარებით 533 დოლარით გაიზრდება და 4,807 დოლარს მიაღწევს. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა და ერაყსა და მოლდოვას შორისაა. რაც შეეხება მომდევნო წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ 489 დოლარით გაიზრდება.

ამავე დოკუმენტში საუბარია ინფლაციის მაჩვენებლებზეც. საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციით, მეთექვსმეტე ადგილზეა. ფონდის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 13.05%-ის ინფლაცია იქნება. ამასთან, IMF პროგნოზირებს, რომ 2022 წლიდან ინფლაცია 3.17%-მდე შემცირდება.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს 2021–2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული საქართველოს მისცემს საშუალებას, სწრაფად დაძლიოს პანდემიის ნეგატიური შედეგი.

საქართველო მომდევნო 6 წელიწადში ეკონომიკური ზრდის მიხედვით იქნება ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში – თურნავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები