„საქართველო ეკონომიკური აღმავლობის ახალ თავს იწყებს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა.
„საქართველო ეკონომიკური აღმავლობის ახალ თავს იწყებს. თქვენ გაიარეთ ბევრი ახალი თავი, იმიტომ, რომ ყოველ წელს ახალი თავი იწერებოდა ისტორიაში და ეკონომიკაში. ყოველ წელიწადს გიწევთ ინოვაციები, რაღაცის აღმოჩენა. ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ წელს მოსავლიანობა კარგია, ზოგჯერ არა – სხვადასხვა ფაქტორია ამაზე მოქმედი. ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა განვითარებად ეკონომიკაში, იმ რეფორმატორულ საქართველოში, რომელიც თქვენს მომავალს შექმნის. პირველი მნიშვნელობის არის გამძლეობა, როგორ შეიძლება საქართველო ისე გაძლიერდეს, რომ მომავალში გაუძლოს გამოწვევებს?! საქართველო არის გახსნილი ეკონომიკის ქვეყანა და ძლიერი უნდა იყოს, რომ გაუძლოს კარგ დროსაც და ცუდ დროსაც. მეორე არის კრეატიულობა, ნამდვილად ყოველთვის მუშაობდა საქართველო ამ მიმართულებით. რაც მთავარია, ინკლუზიურობა და მდგრადობა არის გადამწყვეტი. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ რომ უფრო მდგრადი და ცოცხალი ეკონომიკა ჰქონდეს?! ბევრი მიმართულებით, იმიტომ, რომ რეფორმები ხორციელება, თქვენ უკვე კარგი ეკონომიკური მოსავალი გაქვთ: ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 3 /4 -ით. 6%-ით გაზრდილია სიცოცხლის მაჩვენებელი. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. უახლეს წარსულში ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა საქართველომ, ფისკალური დეფიციტი შეკავებულია, ინფლაცია დაჭერილია, ბონდები კაპიტალიზებული – შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ასეთი ეკონომიკური ძლიერი პერსპექტივები გაქვთ“,- განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.