LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ეკონომიკურად მეტწილად თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

84

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა და 2017 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” პიზიციები გაიუმჯობესა. ჩვენმა ქვეყანამ ფონდ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის, 76,0 ქულით მე-13 პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხება მხოლოდ ევროპის კონტინენტს, ამავე ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-5 ადგილზე დააფიქსირა და TOP- ხუთეულშია შვეიცარიის (1), ესტონეთის (2), ირლანდიის (3) და დიდი ბრიტანეთის (4) გვერდით.

Index of Economic Freedom ქვეყნებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.

2017 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების მხრივ 10-დან 4 კომპონენტში – საკუთრების უფლება, სამთავრობო ჩართულობა, ბიზნესის თავისუფლება და შრომითი თავისუფლება – გაუმჯობესდა, 3 კომპონენტში – მონეტარული თავისუფლება, სამთავრობო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი – გაუარესდა, ხოლო 5 კომპონენტში – სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა, ფისკალური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება – უცვლელი დარჩა.

ცნობისთთვის, 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის პირველ ხუთეულში არიან: ჰონგკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები