LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დუბლინშია: ვინც არიან, კარგად არიან (ვიდეო)

111

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო. ვლადიმერ ვაისის გუნდმა, 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, „მალაჰაიდ იუნაიტედის“ მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეურთდნენ. ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად სერბეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა.

ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები