LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო, დიდი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც კარგია.. ამაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის“ – დიმიტრი ხუნდაძე

116
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველო, დიდი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც კარგია. ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს და ეს სჭირდება თავად ევროკავშირსაც.

ამისათვის რთული გზა გავიარეთ. იმაზე რთული, ვიდრე ეს გარედან ჩანს. დაჩქარებულად სტატუსი რყევის ინსტრუმენტად მოგვაწოდეს და ჩვენ ეს შესაძლებლობად ვაქციეთ. ამაში ომიც შემოგვთავაზეს და ჩვენ მშვიდობა გავამყარეთ. არც ცალ ფეხზე დავდექით და ღირსეულადაც მოვემზადეთ შემდგომი წინსვლისთვის.

ვინც ამ პროცესებში კარგად არის ჩახედული, ის აუცილებლად დამეთანხმება, რომ ამაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის. მას, რომ „რევოლუციური კონვეიერი“ არ გადაეჭრა, საზოგადოებას მისივე საზიანო ამბოხს მოაწყობინებდნენ, რაც უკრაინაში „მაედნის“ სახით უკვე ვნახეთ.

სიფრთხილე გრძელდება და საქმე ბოლომდეა მისაყვანი საზოგადოებასთან ერთად.“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები