Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტს შექმნიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტს შექმნიან

56
71

საზღვაო სფეროში საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა კვიპროსის სანაოსნოს მინისტრთან ვასილიუს დიმიტრიადისთან. შეხვედრას კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ კეკელიძეც ესწრებოდა.

საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო შეთანხმების შესაბამისად, მხარეები ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესის მქონე საკითხების განსახილველად ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა ასევე კვიპროსის სანაოსნო პალატის წევრებსა და ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს, გემთმფლობელ – “Columbia Shipmanagement”-ს.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საზღვაო სფეროში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის წარმატებული გამოცდილება და აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები ქართველ მეზღვაურთა როტაციისა და ვაქცინაციის მიმართულებით.

ქართული მხარე დაინტერესებულია კვიპროსის გამოცდილების გაზიარებით საზღვაო კლასტერის ჩამოყალიბების მიმართულებით და განიხილავს ურთიერთობის გაღრმავებას საზღვაო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კუთხით.

მხარეების მიერ ხაზგასმული იქნა საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში განხორციელებული წარმატებული სისტემური რეფორმები კერძოდ, საზღვაო განათლებისა და სერტიფიცირების ასევე საზღვაო დროშის და ნავსადგურების მიმართულებით, რამაც მოკლე პერიოდში უზრუნველყო ქვეყნის საზღვაო რეპუტაციის განმტკიცება საერთაშორისო არენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები